1) ქართული ღვინო ოკეანის მიღმა
„აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა ქვეყნის წარდგენით უნდა დაიწყო“
პირდაპირი ჩართვა ნიუ-იორკიდან: თამაზ (პაკო) ბატიაშვილი – კომპანია Georgian Vinntages- ს დამფუძნებელი.
2) რაგბი ჩვენი თამაშია!
„ერთი შეხევდით, რაგბი ბევრად მარტივი თამაშია, ვიდრე ფეხბურთი, მაგრამ რაგბიში თითოეული ფაზა ზუსტადაა გაწერილი. თუმცა, კარგი თამაში შეუძლებელია როგორც მოთამაშის იმპროვიზაციის, ისე იმ X -ფაქტორის გარეშე, რომლითაც სწორხაზოვანი თამაში იმად უნდა გარდაიქმნას, რის გამოც ვუყურებთ რაგბის“, – საბა ჟორჟიკაშვილი.
სტუმარი: საბა ჟორჟიკაშვილი – სპორტული ჟურნალისტი.
3) „სხივის გამონათება“ – ბესიკ გაგუნაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა
„ბესო იმდენად მადლიანი ადამიანია, რომ 50 წლისაა და მასში შინაგანი ბავშვი ისევ სუფთაა“, – შორენა ჯიქია.
3, 4 და 5 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბესიკ (თუნთია) გაგუნაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა შედგება.
„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ყოველ დილით სამსახურში მივდიოდი. მივუჯდებოდი მოლბერტს და ყველანაირი ცუდი ენერგია მტოვებდა ისეთ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობდი“, – ბესიკ გაგუნაშვილი.
სტუმრები: ბესიკ გაგულაშვილი – მომღერალი, მხატვარი; შორენა ჯიქია – სტილისტი; დიზაინერი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
4) რადიოგიდი ალექსანდრე კალანდაძის სახელობის მუზეუმს ესტუმრა
161-ე საჯარო სკოლაში ალექსანდრე კალანდაძის სახელობის მუზეუმი არსებობს, სადაც ხეში ნაკვეთი არაერთი საინტერსო ექსპონატის ხილვის შესაძლებლობა აქვს დამთვალიერებელს.
რესპონდენტი: როსტომ კაჭახიძე – 161-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: