პიკის საათი - 25.03.2025
პიკის საათი - 25.03.2025

1) „ლარი 30 წლისაა“

საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსი მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის.

ფულის გლობალური კვირეული და განათლების ფინანსური პორტალის „ფინედუს“ ახალი პროექტები.

სტუმარი: მაია მარქარაშვილი – ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი.

 

2) ცოტნე ზედგინიძე – ამომავალი ვარსკვლავი

21 მარტს, ბერლინის კონცერტჰაუზის ისტორიულ დარბაზში, კომპანია ბერნშტეინის ორგანიზებითა და ლიზა ბათიაშვილის ფონდის მხარდაჭერით, ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი გაიმართა.

15 წლის ქართველმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ბეთჰოვენის, ბერგის, შუმანის და ვაგნერის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარი კომპოზიციაც შეასრულა. ბერლინელმა მაყურებელმა ცოტნე ფეხზე დამდგარმა, ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

რესპონდენტები: ლიზა ბათაშვილი – მუსიკოსი; ლევან შელეგია – მუსიკოსი, ფსიქოლოგი;

ნანა ექვთიმიშვილი – კინორეჟისორი.

 

3) ინა ჭარელის საფორტეპიანო საღამო გორში

„მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და კონცერტებისა, დიდი ხანია პედაგოგობაც შევითავსე. საკმაოდ საინტერესო რამ არის, მეგონა, რომ ვერასოდეს გავუმკავდებოდი ამ პროფესიას, რადგან ყოველთვის სოლო შემსრულებელი ვიყავი, პედაგოგობა ძალიან დამეხმარა შესრულების დახვეწაში“, – ინა ჭარელი.

რესპონდენტი: ინა ჭარელი – პიანისტი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: