პიკის საათი - 25.03.2024
პიკის საათი - 25.03.2024

1) რადიოგიდი რუსთაველის გამზირიდან

როდის და რა შეიცვალა რუსთაველის გამზირზე და სად გაქრა ის ისტორიული შენობები, რომელიც ამ ქუჩაზე იდგა.

ჟურნალისტმა ეკა ხითარიშვილმა რესპონდენტთან ერთად რუსთაველის გამზირი ფეხით საგულდაგულოდ მოიარა და ის შენობა-ნაგებობები დაათვალიერა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ამ ქუჩას.

რესპონდენტი: ელზა ბებია – სერთიფიცირებული გიდი; გიდების ასოციაციის პრეზიდენტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ფრაგმენტები – რადიოარხი „თანაგრძნობა“ – 35

„მშვიდობა თქვენდა, ადამიანებო! მშვიდობა თქვენს სულს, თქვენს ოჯახს, თქვენს მამულს!“, – ამ სიტყვებით, 1989 წლის 25 მარტს, საქართველოს რადიოს ეთერში მედეა გეგეშიძის რადიოარხი „თანაგრძნობა“ დაიწყო.

10 წლის განმავლობაში გადაცემის ავტორი არა მხოლოდ მიკროფონთან ეგულებოდა რადიომსმენელს. ადამიანების ბედითა და ყოველდღიურობით დაინტერესებული ჟურნალისტის სიყვარული და პატივისცემა დღემდე არ განელებულა. „თანაგრძნობის“ რადიოარხი 1999 წლის ივლისამდე, მედეა გეგეშიძის სიცოცხლის ბოლომდე გადიოდა ეთერში.

ჩანაწერში გამოყენებულია ფრაგმენტები საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდიდან“ და გადაცემიდან „ხაზის რადიო“ – მშობლები და შვილები რადიოში.

https://www.youtube.com/watch?v=jvqZjU5ZLBg

ავტორი: ეკა ტალახაძე.

 

3) „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“ – შორენა ლებანიძის წიგნი გერმანიაში

„მკითხველთან შეხვედრა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი ფესტივალებით არ შემოიფარგლება. უცხოეთში ადგილობრივი მასშტაბის წიგნის ბაზრობებიც იმართება, სადაც დაინტერესებული საზოგადოება ახალ გამოცემებს ეცნობა“, – შორენა ლებანიძე.

შორენა ლებანიძემ ლაიფციგელ და ბერლინელ მკითხველს თავად წარუდგინა წიგნის („თუ საჭიროა, გათქმევინებთ“) გერმანული თარგმანი. 23 მარტის შეხვედრა, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, naTo theatre-ში შედგა. 25 მარტს კი ბერლინელი მკითხველი ელოდება ავტორს.

პირდაპირი ჩართვა ბერლინიდან: შორენა ლებანიძე – მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: