1) „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ რადიოდადგმების საერთაშორისო კონკურსის დასკვნით ეტაპზეა
25 თებერვალს რეჟისორი ზურაბ კანდელაკი 83 წლის გახდა.
ზურაბ კანდელაკის რადიოსპექტაკლი „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“, ლილი ხურითისა და გივი ჩუგუაშვილის მონაწილეობით, ბრიტანეთის რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალის ფინალში გავიდა.
სპექტაკლს, რომლის დახურული ჩვენებაც უკვე შედგა სოხუმის თეატრში, მაყურებელი მარტში პრემიერის სახით იხილავს.
რესპონდენტი: ზურაბ კანდელაკი – რეჟისორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) პირადი ექიმი მარი მალაზონია – კვება და ქცევა
„ცოცხალი ადამიანი ნიშნავს იმას, რომ მას ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს და მათ შორის აუცილებლად არის ქცევის მოდელი. როცა ჩვენი ფიქრები ქცევად იქცევა, ჩვენ ზუსტად ის სოციალური მოვლენა ვართ, რომელიც ვიღაცისთვის სასიკეთოა და ვიღაცისთვის – საზიანო. ჯერ კიდევ უძველეს ფილოსოფიებში კვება და ქცევა ერთმანეთს დაუკავშირეს. მაგალითად, აიურვედას სწავლებაში საკვების გარკვეული ტიპები დასახელებულია როგორც ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი. ანუ, არის საკვები, რომელიც ადამიანს აგრესიულობას ანიჭებს და საკვები, რომელიც – ამშვიდებს. დღეს უკვე მეცნიერება ადასტურებს, რომ კონკრეტულ ნივთიერებას ადამიანის ქცევის შეცვლა შეუძლია“, – მარი მალაზონია.
ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
