პიკის საათი - 24.11.2023
პიკის საათი - 24.11.2023

1) ამერიკელი დების, პეტი და მილდრედ ჰილების მიერ შექმნილის სიმღერა  Happy birthday to you 130 წლისაა

ლიზა ჩაჩანიძის სიუჟეტი.

 

2) დავით სილაგაძის პერსონალური გამოფენა

დავით სილაგაძის პერსონლური გამოფენა -ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებაში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში გამოკვეთილი მნიშვნელოვანი მიმართულების ილუსტრაციაა.

სატელეფონო ჩართვა: დათო სილაგაძე – მხატვარი.

 

3) „მარგვიკეთის“ ფერადი სამყარო

ე.წ. «ანდრონიკაანთ უბანი» სოფელ ნუკრიანში მდებარეობს და ის არქიტექტურულად გამორჩეული განაშენიანების ქუჩაა. მის ისტორიას სათემო კავშირი «ნუკრიანი» და სათემო განვითარების ცენტრი იკვლევენ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით: ვინ აშენებდა ამ დღემდე დიდებული იერის მქონე სახლებს?

ვინ ცხოვრობდა აქ და რა ბედი ეწიათ მათ?

რა აწუხებთ დღეს უბნის მაცხოვრებლებს და როგორ ცდილობენ იზრუნონ იმ მემკვიდრეობაზე, სახლებისა და მეხსიერების სახით რომ ერგოთ მამა-პაპისგან?

როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ უბნის იერსახის შენარჩუნებაზე?

სტუმარი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

 

4) ფარდის მიღმა

დამოუკიდებელი საქართველოს დრამატურგია – ქართველი ავტორები. „რა შემატა ქართულ დრამატურგიას ბოლო 30 წელმა და რა არის უახლესი ქართული დრამატურგიის სათქმელი?“ ქართული დრამატურგიის 30-წლიან პანორამა, 10 დრამატურგის შემოქმედების კვალდაკვალ.

სტუმარი: ვალერი ოთხოზორია – დრამატურგიის ფესტივალის ორგანიზატორი, დრამატურგი.

 

5) „ელისაბედ ორბელიანი“ – პრემიერა პირველ არხზე  

მამის მხრიდან ერეკლე მეორის, დედის მხრიდან ჭავჭავაძეების შთამომავალი ელისაბედ ბაგრატიონი ორბელიანისა.

პირველი ქართველი ქალი რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, გზა სამშობლოდან ევროპაში და უკან.

სტუმარი: ბესიკ გაფრინდაშვილი – ფილმის რეჟისორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: