პიკის საათი – 24.07.2026

11:04, 24.07.2026
-0:00

1) მზია ლომთათიძის გახსენება

რესპონდენტები: ნინო მეგრელიშვილი – პირველი არხის უფროსი ინჟინერი; დიმიტრი ხვთისიაშვილი – რეჟისორი; ზურა ყიფშიძე – მსახიობი; ქეთი ტრაპაიძე – კინომცოდნე.

2) კესო ბოჭორიშვილის საავტორო რუბრიკა „რადიო არტი“ – არტგენი 2026 დაიწყო

3) დავით მაზიაშვილი შექსპირის მსოფლიო კონგრესზე

20-26 ივლისს ვერონის უნივერსიტეტში, შექსპირის მსოფლიო კონგრესის პროგრამის ფარგლებში დავით მაზიაშვილმა წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი ორენოვანი მონოგრაფიიდან „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა“ (2025), რომელიც თანამედროვე ქართველი ხელოვანის მარიამ ალექსიძის მიერ 2016 წელს რუსთაველის ეროვნულ თეატრში დადგმულ ქორეოგრაფიულ ფანტაზიას „შექსპირი. სიყვარული“ ეხება.

რესპონდენტი: დავით მაზიაშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, შექსპირის კვლევის ევროპის ასოციაციის წევრი, შექსპირის მსოფლიო ასოციაციის წევრი.

წამყვანები: კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი