პიკის საათი - 24.06.2025
პიკის საათი - 24.06.2025

1) ქართულ-ბასკური სასაუბრო

„ათონის მთაზე მოღვაწე ექვთიმე ათონელის ცხოვრებაში წერია: „ილტვოდა მამა ექვთიმე სპანიად, რამეთუ ასმიოდა, რომ ნათესავნი ქართველისანი, არა მცირედნი, მკვიდრ არიან მუნ“

ანტიკური ხანიდან მოყოლებული ორი იბერიის არსებობა ყოველთვის იწვევდა კითხვას იმის თაობაზე, თუ ვინ არიან აღმოსავლეთ და დასავლეთ იბერები და არიან თუ არა ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი“, – გიორგი შალამბერიძე.

თსუ-ის გამომცემლობამ დაბეჭდა ქართულ-ბასკური სასაუბრო. ქართულ ენაზე მოსაუბრეთა წინაშეა როგორც ლექსიკონი, ისე ფრაზების ნუსხა, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ბასკური ენის შესახებ საბაზისო წარმოდგენის შექმნაში გაუწევენ დახმარებას.

სტუმარი: გიორგი შალამბერიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიკოს შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; ფილოლოგიის დოქტორი.

წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) ქართველი სტუდენტები მსოფლიოში პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (Mohammed bin Zayed University of Artificial Intelligence – აბუ-დაბიში) ხელოვნური ინტელექტის ბაკალავრის ხარისხის მისაღებად

„ყველაზე მეტად გენური ინჟინერია მაინტერესებს. ჩინეთში უკვე არსებობს იმის პრეცედენტი, რომ ექიმებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ფეხმძიმობის პერიოდში, ნაყოფში ჯანმრთელობის საფრთხე აღმოაჩინეს და გენი ჩაასწორეს“, – ლუკა წულაია.

„ჩემი აზრით ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე აქტიურად მედიცინაში გამოიყენებენ. თუმცა, მას ყველა სფეროში აქვს პერსპექტივა. თუნდაც, სოფლის მეურნეობაში“, – ნინო მაჭარაშვილი.

სტუმრები: ნინო მაჭარაშვილი და ლუკა წულაია – სტუდენტები.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: