პიკის საათი – 24.02.2025

10:43, 24.02.2025
-0:00

1) „რანინას“ ახალი, VIII სეზონის ათეული ცნობილია

„წელს „რანინას“ შესარჩევ კონკურსს უპრეცედენტოდ დიდი ნაკადი ჰყავდა. სასიამოვნოა, რომ  კონკურსანტები უკვე  სიმღერების რანინასეული ვერსიებით ცდიან ბედს. ვფიქრობთ, რომ „რანინას“ VIII სეზონი მაისში დაიწყება“, – ლანა ქუთათელაძე.

რესპონდენტი: ლანა ქუთათელაძე – „რანინას“ ავტორი და პროდიუსერი.

 

2) გიორგი სანაია – 50

რესპონდენტები: ლია ტოკლიკაშვილი, თამარ დეკანოსიძე და ხატია მოისწრაფიშვილი – ჟურნალისტები; გიორგი სანაიას მეგობრები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3)  პრემიერა – „მანიდან სვანეთამდე“  

„მანიდან სვანეთამდე“  – საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში კონკურსში გამარჯვებული პროექტის „საქართველო – საბერძნეთი, კულტურათა დიალოგი“ ფარგლებში გადაღებული სრულმეტრაჟიანი სამეცნიერო პოპულარული დოკუმენტური ფილმია.

ფილმში ასახულია სვანეთის და საბერძნეთის ნახევარკუნძულ პელოპონისის, ევროპის ყველაზე სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონის მანის, (ძველი სპარტანელების) პარალელები… ანალოგები არქიტექტურის, ისტორიის, ადათ-წესების სვანურ ხასიათთან მიმართებაში.

სტუმრები: ნინო ბაჯელიძე – პროდიუსერი; ლელა შენგელი – სცენარის ავტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი