პიკის საათი – 23.07.2026
1) გრემის აკადემიის წევრი ნუცა ბუზალაძე 22 აგვისტოს ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს
რესპონდენტი: ნუცა ბუზალაძე – მომღერალი.
2) ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია 145 წლისაა
3) „ბიზნესპარტნიორი“ – ხორცპროდუქტები და სურსათის უვნებლობა
რესპონდენტი: მიხეილ სოხაძე.
წამყვანი: მაია ჭუჭულაშვილი.
4) სიმონიკა (პეტრე) დადიანი – 110
ხუთი წლის სვიმონ დადიანმა, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად, 1921 წელს დატოვა საქართველო ცნობილი მარშრუტით: ბათუმი – კონსტანტინოპოლი – მარსელი – პარიზი. იგი ცნობილი და პატივსაცემი ოჯახიდან იყო.
მამა: კოკი დადიანი, სენაკის მაზრისთავი, აზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, ეროვნული მოღვაწე. დედა: მერი წერეთელი, იმერეთის მეფის სოლომონის შთამომავალი.
ბებია (მამისდედა): თამარ შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ასული და პოეტ გიორგი შარვაშიძის და.
სვიმონ დადიანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში მიიღო, შემდეგ შეერთებულ შტატებში და იქვე დარჩა საცხოვრებლად.
სტუმარი: ნინო ხოფერია – კინოდოკუმენტალისტი; ავტორი ფილმისა „სიმონიკა დადიანის დაბრუნება“.
წამყვანები: თაკო გალუაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

