1) „მოთხრობები სკრინინგზე“
გამოვიდა წიგნი სახელწოდებით „მოთხრობები სკრინინგზე“, რომელიც ექვსი მწერლის, მათ შორის სამი ექიმის ნაწარმოებებს აერთიანებს. გამოცემა სკრინინგის, როგორც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის! კიბო ადრეულ სტადიაზე ისევე იკურნება, როგორც სხვა ნებისმიერი, საწყის ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება. მიმართეთ სკრინინგს და დაიცავით საკუთარი ჯანმრთელობა!“ – რემა ღვამიჩავა.
სტუმარი: თამარ გოდერიძე – მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოჯახის ექიმი, კრებულის იდეის ავტორი.
2) ენო და პედრო – ენოტები შინაურ გარემოში
როგორ ხვდებიან გარეული ცხოველები შინაურ პირობებში და რამდენად უსაფრთხოა მტეცბელთან ერთად ცხოვრება?
ენოტები ენო და პედრო ტასო ლოსაბერიძის ჭერქვეშ.
რესპონდენტი: ტასო ლოსაბერიძე – ენოსა და პედროს შემფარებელი.
3) სალოცავი, მცევლი და მოსაფრთხილებელი ხეები ქართულ ეთნოგრაფიაში
„ქართველებს ერთი განსაკუთრებულობა გვაქვს, რითაც შეგვიძლია სამართლიანად ვიამაყოთ. ჩვენ ვართ ძალიან ძველი საზოგადოება, ძველი ხალხი. ჩვენმა საზოგადოებამ საზოგადოებად ყოფნა კაცობრიობის განვითარების თითქმის ყევლა ეტაპზე გაიარა. ამ საზოგადოებრივი ყოფის წეს-ჩვეულებები კი იმდენად მყარად იყო ჩამოყალიბებული, რომ ციფრულ ეპოქამდეც კი მოაღწია“, – ელისო ჭელიძე.
სტუმარი: ელისო ჭელიძე – ეთნოლოგი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
