1) საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება
დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წელს, ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა.
2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკო-ს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
რესპონდენტები: ლეილა ალიევა – მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის მოადგილე;
ვიდადი გურბანოვი – სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი;
ნარგილე თინა მეჰთიევა.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) 21 მარტი – მეთოჯინეთა დღეა!
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი დამთვალიერებლსა და სტუმრებს საგანმანათლებლო პროგრამაზე „თოჯინების ისტორია“ ელოდება.
სტუმარი: ბაჩო ცანავა – თბილისის მუზეუმების გაერთიანების სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის პედაგოგ-ექსკურსიამძღოლი; მეთოჯინე.
3) ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთის ნაკრები დაამარცხა
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
რესპონდენტი: გიგა გვენცაძე – პირველი არხის სპორტული კომენტატორი.
4) მერაბ კოკოჩაშვილი – 90
60-იანი წლების ქართული კინოს ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნული კინოკლასიკის შედევრად აღიარებული ფილმის „დიდი მწვანე ველის” (1964) ავტორს, მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წელი შეუსრულდება.
ხელოვნების სასახლეში, გამოფენაზე, იხილავთ რეჟისორის შემოქმედების ამსახველ ფოტომასალებს, აფიშებს კინო ფილმებიდან, ესკიზებს, საოჯახო ფოტო სურათებსა და ხელნაწერებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტომასალები და ხელნაწერები ასახავს რეჟისორის შემოქმედების მრავალფეროვნებას – მის ვირტუოზულ კინოსარეჟისორო უნარებსა და განვლილ კარიერულ გზას.
გამოფენის პარალელურად, უკვდავთა თაღში ასევე გაიხსნება რეჟისორის ხელის ანაბეჭდი.
რესპონდენტი: მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
