პიკის საათი - 21.02.2025
პიკის საათი - 21.02.2025

1) ექვთიმე თაყაიშვილი

21 თებერვალს, ოზურგეთში, ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალურ კარ-მიდამოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ წმინდანის გარდაცვალების დღეს.

მალე რევაზ თაყაიშვილი ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიასა და დღიურებს წიგნად გამოსცემს.

რესპონდენტი: რევაზ თაყაიშვილი – ექიმი, მედიცინის დოქტორი, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) 23 თებერვალი თბილისის დამცველთა დღეა

ყოველწლიურად, 23 თებერვალს, გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი ტრადიციულ ღონისძიება-მსვლელობას მართავს.

მსვლელობა 1921 წ. 18-24 თებერვალს  თბილისის მისადგომებთან წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპულ რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის მებრძოლებს ეძღვნება.

სტუმარი: პაატა გიგაური – გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონის  თანადამფუძნებელი.

 

3) „იუნკერ ერისთავის ბუცები“

ჩანაწერი „პიკის საათის“ არქივიდან ფრაგმენტებით რადიოსპექტაკლიდან „იუნკერ ერისთავის ბუცები“, რომლის პრემიერაც საქართველოს რადიოს ეთერში 2021 წლის 25 თებერვალს შედგა.

რესპონდენტი: ზაალ სამადაშვილი – მწერალი; ავტორი წიგნისა „იუნკერ ერისთავის ბუცები“.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: