პიკის საათი – 2021 წლის 17 ნოემბრის დილა ჭყვიშში

10:42, 17.11.2021
-0:00

მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, ფერწერული, სკულპტურული და გრაფიკული ნამუშევრები, საგვარეულო და საღვთისმსახურო ნივთები, უნიკალური წიგნადი ფონდი, მათ შორის, გალაკტიონის პირველი და მეორე კრებულები 1915 და 1919 წლებით დათარიღებული – ასეთია გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში დაცული 6 ათასამდე ექსპონატის ზოგადი აღწერა. ამავე მუზეუმში ინახება 1867 წელს გამოცემული „დავითნი“ და 1892 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“

მუზეუმის სტუმრებს საშუალება აქვთ იხილონ გალაკტიონ ტაბიძის დაბადების მოწმობა, სადაც აღნიშნულია, რომ გალაკტიონი 5 ნოემბერს (ძველი სტილით) დაიბადა, ხოლო  3 იანვარს ბაბუამ, სტეფანე ტაბიძემ მონათლა.

სატელეფონო ჩართვა: ელენე მამფორია –  გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის ფონდის მთავარი მცველი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი