1) რადიოს ყველაზე პატარა თანამშრომლები
„რადიო ჩემთვის არის ისეთი მეგობარი, რომელთანაც ბავშვობაში დაიწყებ მეგობრობას, კარგ დროს გაატარებთ ერთად, ახალ რაღაცებს აღმოაჩენ და მერე დადგება ის მომენტი, როდესაც თქვენს გზაზე უნდა წახვიდეთ, მაგრამ როცა ერთმანეთს ხვდებით ეს არის ის შეხვედრა, თითქოს ის შუალედი, რომელიც იყო, არც ყოფილა და ერთმანეთს ზუსტად იგივე ენთუზიაზმით და სიყვარულით ეგებებით“, – ელენე ტუშური.
„გულწრფელობა არის მთავარი, ამას სულ ვეძებ ადამიანებში. იმ ადამინაებთან ვიწყებ ურთიერთობას, ვინც გულწრფელად მესაუბრება. ასეთი ადამიანების პოვნა შეიძლება რადიოში. რადიოში გულწრფელი, ნამდვილი ხმა ისმის“, – ანანო გარუჩავა.
სტუმრები: ელენე ტუშური, ანანო გარუჩავა – საქართველოს რადიოს ყოფილი ავტორები.
2) ლაურა რეხვიაშვილი – 75
რესპონდენტი: კესო ბოჭორიშვილი – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
