1) დილის ფოსტა – რატომ აიგივებდა ქართველი კაცი რთულსა და მიუღწეველს ჩინურთან?
2) კესო ბოჭორიშვილის საავტორო რუბრიკა „რადიო არტი“ – „მარინა რევია“ – პრემიერა თავისუფალ თეატრში
რესპონდენტი: ლუკა ინწკირველი – რეჟისორი.
3) ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა
სტუმრები: ლუკა ფორჩხიძე, ზვიად ფრუიძე და ლუკა წოწორია – „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 2024 წლის გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2025 წელს NASA-ში იყო.
მაგდა მაღრაძე – „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი.
4) „ქართველი. მოგზაურობა დროსა და კოსმოსში“
ეს წიგნი ორი პარალელური მოგზაურობის ისტორიაა.
– ალექსანდრე ქართველის გზა – თბილისიდან ამერიკის ცამდე.
– რამაზ ბლუაშვილის გზა თბილისის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფინავის დანახვისას გაოცებიდან NANA-მდე.
სტუმარი: რამაზ ბლუაშვილი – მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“ პრეზიდენტი, რეჟისორი, მკვლევარი.
5) „თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები. ინტერვიუები“
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე
შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.
სტუმარი: ნინო თომაძე – ისტორიის დოქტორი სასულიერო აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი.
წამყვანები: კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
