პიკის საათი - 19.05.2025
პიკის საათი - 19.05.2025

1) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“ – მიხეილ ქვლივიძე

ქართველი პოეტის, ლიტერატორისა და მთარგმნელის, მიხეილ ქვლივიძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.

ის იყო თანამედროვე პოეზიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ცდილობდა თავისი შემოქმედებითი ღვაწლით იქ და ისე ეთქვა სათქმელი, როგორც ეს მის მრავალ-ჭირნახულ სამშობლოს სჭირდებოდა.

მიხეილ ქვლივიძის შემოქმედებითი სარბიელი მრავალმხრივია. იგი არის პოეტიც და საუკეთესო მთარგმნელიც.

რესპონდენტები: გიორგი ქვლივიძე – რეჟისორი, მიხეილ ქვლივიძის შვილი; ნინო გედენიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ანსამბლ „რუსთავის“ გასტროლი შვეიცარიაში

სტუმარი: მიხეილ ჯავახიშვილი – ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: