1) მუსიკის კეთება თუ შექმნა?
„XXI საუკუნე მუსიკას ცვლის. თუ ადრე კომპოზიტორები ბუხართან ფურცლითა და კალმით ხელში ისხდნენ და მუსიკას ქმნიდნენ, დღეს ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი, გვაქვს წვდომა უზარმაზარ მუსიკალურ რესურსთან, გვაქვს ანალიზის საშუალება და გვაქვს განსხვავებული ხედვითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით დატვირთული ალბომების ჩაწერის შესაძლებლობა. თუ მუსიკოსი აქტიურია და თავისი ხელწერა აქვს, დასანანია, რომ ის არ წერს დისკს!“
საყვირის შემსწავლელი ქართულად ნათარგმნი სახელმძღვანელო აკადემური ვაკუუმის შესავსებად.
მუსიკალური საკრავების გეოგრაფიული მსაზღვრელი.
ევროპული განათლებისა და ცხოვრების წესის კვალი პროფესიულ უნარებზე.
დიდ მუსიკოსებთან შეხვედრის ძალა და რუტინული მეცადინეობებით სავსე ვარსკვლავური ყოველდღიურობა.
ჩართვა ავსტრიიდან: პაატა ბერიძე – მუსიკოსი (საყვირი); პედაგოგი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) გარეჯის საბერეები – კლდეში ნაკვეთი ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი
საბერეები – კლდეში ნაკვეთი სამონასრტო კომპლექსი, გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის ნახევარუდაბნოში მდებარეობს.
საბერეების სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში ასურეთიდან მოსულმა წმინდა მამა დავით გარეჯელმა დააფუძნა. საბერეების კომპლექსი ერთ იარუსად განლაგებულ რამდენიმე ეკლესიას, სატრაპეზოსა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსს აერთიანებს, რომელიც სანახაობრივად განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
რესპონდენტი: სალომე ჭანტურიძე – ხელოვნებათმცოდნე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
