1) დოკუმენტური ფილმი „ფესტივალი „ნანინა“
28 აპრილს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში ფილმის – „ფესტივალი „ნანინა“ – პრეზენტაცია გაიმართება. ფილმში მოთხრობილია ფესტივალის იდეის დაბადებისა და მისი განხორციელების შესახებ. ფილმი ეფუძნება დოკუმენტურ ვიდეომასალას.
2023 წელს, ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დაფუძნდა ქალთა ტრადიციული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი „ნანინა“, რომლის მიზანია ქალთა ყოფითი ტრადიციებისა და მათთან დაკავშირებული მუსიკალური შემოქმედების მოძიება, სცენაზე გაცოცხლება და პოპულარიზება.
სტუმრები: ვიქტორია სამსონაძე – ეთნომუსიკოლოგი; ჯგუფ „ნანინას“ წევრი; ფესტივალ „ნანინას“ თანადამფუძნებელი.
ია ანდღულაძე – ფილმის სცენარის ავტორი, ოპერატორი და რეჟისორი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
