1) „იოს არდადეგები“ – ახალი საბავშვო წიგნი
„წიგნში არის ორი სამყარო, ცხოველთა სამყარო და ადამიანების. მთავრი გმირები არიან ზღარბუნები – იო ბიჭია, თუმი კი გოგო. ისინი გვაცნობენ ადამიანებს. წიგნში გაიგებთ, თუ როგორ გვხედავენ ისინი ჩვენ“.
რესპონდენტი: მარიამ წიკლაური – მწერალი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“ – ელენე აბაშიძე
ნერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში დაიბადა. ის 40 სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის ავტორია.
აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1999 და 2003 წლებში საუკეთესო მეცნიერი ქალის წოდება მიანიჭა და დააჯილდოვა საერთაშორისო ორდენით.
იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში.
რესპონდენტი: ელენე აბაშიძე – მეცნიერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
