1) საყურადღებო რჩევები ხერხემლის ჯანმრთელობისათვის
რატომ იქცა ხერხემლის დაავადებები 21-ე საუკუნის გამოწვევად;
რამდენად და რატომ გაახალგაზრდავდა ეს პრობლემა?
როგორ დავაზღვიოთ ხერხემალი ერთი მხრივ მოსალოდნელი ასაკობრივი პრობლემებისგან და მეორე მხრივ, გაცილებით ახალგაზრდა ასაკში დაზიანებისაგან?
სტუმარი: ტრისტან ნიშნიანიძე – ვერტებროლოგი.
2) რუბრიკა „ტრანსფორმაცია“ – „კომუნიკაციების ენები“
თუ დავაკვირდებით, როგორ ესაუბრებიან ხელმძღვანელები თანამშრომლებსა და კოლეგებს, ბევრს გავიგებთ კომპანიის კულტურაზე.
„მარშალ როზენბერგის არაძალადობრივი კომუნიკაციის მოდელი, გამოყოფს ორ („ჟირაფის“ და „ტურის“) ენას, რომლითაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ“.
სტუმარი: ეკატერინე ბაბუნაშვილი – ICF საქართველოს ქოუჩი.
3) დილა და ალერგია
რატომ მწვავდება ალერგიის სიმპტომები დილით?
შესაძლებელია თუ არა სეზონური ალერგიისა და, თუნდაც, გაციების ერთმანეთისგან გარჩევა, რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?
რა საფრთხეების წინაშე გვაყენებს 21-ე საუკუნე?
რესპონდენტი: ბიძნა კულუმბეგოვი – ალერგოლოგი.
4) ლიზი გოზალიშვილის შემოქმედებითი სიახლეები
8 ოქტომბერს, 21 საათზე, ქალაქ კიოლნში, ქართული დღეების ფარგლებში ლიზი გოზალიშვილი ბენდთან ერთად საავტორო სიმღერებს შეასრულებს.
რესპონდენტი: ლიზი გოზალიშვილი – მომღერალი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
