პიკის საათი - 16.04.2024
პიკის საათი - 16.04.2024

ჩემი განუმეორებელი ხმა!

„მსოფლიოში ორი ერთნაირი ხმა არ არსებობს. ხმა ზუსტად ისეთივე განუმეორებელია, როგორც თითის ანაბეჭდი“, – ნინო ტრაპაიძე.

როგორ მოვუარით ხმას, რას ნიშნავს ხმის თერაპია, როდის და როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს ხმას დახმარება სჭირდება?

სტუმარი: ნინო ტრაპაიძე – ხმის თერაპევტი; ფონოპედი.

 

შექმენი ქართული ტერმინი

საჯარო დისკუსია „რას ფიქრობენ ქართველი ახალგაზრდები თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე“

ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრისა და უნილაბის ორგანიზებით გამართული კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მესამე ტურის გამარჯვებულები.

სტუმრები: სალომე ჭიღლაძე – ლექსიკოგრაფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი;

ქეთი ჭიღლაძე – კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული.

 

კახა მელითაურის „ოთხი მოთხრობა“ და არა მხოლოდ

„კინოს გამოვერიდე, რადგან ვიდრე ერთ სცენარს ფინალამდე მივიყვანდი დიდი დრო გადიოდა და ისიც ბერდებოდა. წიგნი, თუ ის სიცოცხლის ღირსია, არასდროს ბერდება“, – კახა მელითაური

„დ“, „თავი“, „ლენინის მოედანი“, „ვიბრამი“ – ეპოქის ამსახველი ოთხი მოთხრობა, რომლებმაც ავტორს ლიტერატურული პრემია „მუზა“ მოუტანა.

სტუმარი: კახა მელითაური – რეჟისორი; მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: