პიკის საათი – 15.10.2026
1) დილის ფოსტა – ნატო წარიაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდან
15 ოქტომბერს მსოფლიო სოფლად მცხოვრები ქალების დღეს აღნიშნავს.
2) ეკა ტალახაძის ინტერვიუ ბორტგამცილებელ ქართველ ინსტრუქტორთან აშშ-ში
„მე რომ გადაადგილების საშუალება არ მქონდეს, უბრალოდ მოვკვდები!
ეს არის პროფესია, რომელიც ჩიტივით ფრენის საშუალებას მაძლევს.
ეს არის ყველაზე საუკეთესო რამ, რაც კი ცხოვრებაში შემემთხვა“, – გვანცა ვარდიაშვილი.
სტუმარი: გვანცა ვარდიაშვილი – ბორტგამცილებლების ინსტრუქტორი.
3) „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში“ – სტატიების კრებულის წარდგენა
სტუმარი: ლევან დარბაიძე – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის
პროფესორი, ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი,
ევროპის საბჭოს არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო
ასოციაციის (AIMJF) საბჭოს წევრი, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე,
სამართლის დოქტორი.
4) ვახტანგ კახიძის „რეკვიემის“ უნგრული პრემიერა ბუდაპეშტის ხელოვნების სასახლის (MUPA) ბარტოკის სახელობის ეროვნულ საკონცერტო დარბაზში
ჩართვა უნგრეთიდან: მიხეილ ჯავახიშვილი – მომღერალი.
წამყვანი: თაკო გალუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

