1) ქიმიის საერთაშორისო 57-ე ოლიმპიადის ქართველი გამარჯვებულები
დუბაიში ქიმიის საერთაშორისო 57-ე ოლიმპიადა დასრულდა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ილია დოკაძემ, აჩი ზაბახიძემ და ანანო აბულაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
სტუმარი: ელიზბარ ელიზბარაშვილი – პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.
2) „ძმები“ – სტუდენტური მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრემიერა
„ძმები“ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმია, რომელიც 2022 წლის 18 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული ძმების, ნიკა და ივიკო მახარობლიშვილების ხსოვნას ეძღვნება.
„რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ისტორიიდან სინათლე და იმედი მოდის. სტუდენტებმა ნიკა და ივიკო თაობის გმირებად აირჩიეს. ეს მინიშნებაა, რომ სამყარო არ გაციებულა და მას დღესაც მართავს ადამიანური ღირებულებები: თავგანწირვა, სიყვარული, ერთგულება… ახალგაზრდებში იმდენი განცდა, იმდენი ტკივილი და მგრძნობელობაა, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“, – ნათია რაჭველიშვილი.
ნიკა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. მან უყოყმანოდ გასწირა საკუთარი სიცოცხლე არხში ჩავარდნილი უმცროსი ძმის გადასარჩენად ისე, რომ ცურვა არც კი იცოდა.
„ვეცადეთ ნაკლები პათოსი და რეალური ემოცია გადმოგვეცა. ჩვენ არ გვიცდია კონკრეტული ადამინები როლის შესასრულებლად შეგვერჩია. ფილმის მხატვრულობა ძირითადად სტუდენტების ემოციური თხრობით და ნიკას უახლოესი მეგობრის, თორნიეკ ყრუაშვილის საკვანძო პერსონაჟითაა გადმოცემული“, – ერეკლე ფოლადიშვილი.
სტუმრები: ნათია რაჭველიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მთავარი სპეციალისტი, მოწვეული ლექტორი, პროექტის ხელმძღვანელი;
ერეკლე ფოლადიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების კურსდამთავრებული; ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
