პიკის საათი - 15.01.2025
პიკის საათი - 15.01.2025

1) ბენია ჩხიკვიშვილი – 145

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880 – 1924) იყო ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სოხუმის მერი, თბილისის პირველი არჩეული მერი, ბათუმის გენერალ-გუბერნატორი, თბილისის გენერალ-გუბერნატორი.

ჩანაწერში გამოყენებულია ფრაგმენტი „პიკის საათის“ ინტერვიუდან ირაკლი მახარაძესთან (10.09.2020).

ჩანაწერში გამოყენებულია კადრები ირაკლი მახარაძის დოკუმენტური ფილმიდან „ბენია“.

 

2) 15 იანვარი იურისტის, პოეტის, სანათას /მარიამ ხუცურაულის/ დაბადების დღეა

მარიამ ხუცურაულის ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ ნომერში და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

გამოცემული აქვს რვა პოეტური და პროზაული კრებული.

რესპონდენტი: მარიამ ხუცურაული

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) ჯო ბაიდენის გამოსამშვიდობებელი სიტყვა

აშშ-ის პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელი სიტყვა უფრო სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტია.

ეს მოვლენა ქართულ მედიაში ასე აქტიურად არასოდეს გაშუქებულა.

მაშინ, როცა ჯო ბაიდენისთვის ბოლო 4 წელი ყველაზე პროგრესული პერიოდი იყო ამერიკის ისტორიაში, დონალდ ტრამპისთვის ეს ყველაზე საშინელი 4 წელია.

ამერიკის პრეზიდენტების გამოსამშვიდობებელი სიტყვების ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო რონალდ რეიგანის გამოსვლა, როცა მან თქვა:

„ამერიკის შეცვლა მინდოდა, მაგრამ მსოფლიო შევცვალე“.

რესპონდენტი: ელენე მეძმარიაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი.

 

4) ვიკიპედიის საერთაშორისო დღე

„ვიკიპედიის შიდა მმართველობა ეფუძნება პირწმინდად დემოკრატიის საფუძვლებს. ამ სივრცეში განთავსებული ტექსტი დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი შეფასებისგან“, – მიხეილ ჭაბუკაშვილი.

რესპონდენტი: მიხეილ ჭაბუკაშვილი – ქართულენოვანი ვიკიპედიის ადმინისტრატორი და ბიუროკრატი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: