პიკის საათი – 14.10.2026

11:32, 14.10.2026
-0:00

1) დილის ფოსტა – 14 ოქტომბერს მსოფლიო სტანდარტის დღეს აღნიშნავს

2) ვანიკო ქიტუაშვილის რუბრიკა „მივიწყებული ამბების ქრონიკა“ – „ჩაის დიდი გატაცება“

რობერტ ფორჩუნი – შოტლანდიელი ბოტანიკოსი, მოგზაური და მცენარეთა კოლექციონერი, რომელიც ისტორიაში ჩინეთიდან ჩაის საიდუმლოების მოპარვით შევიდა.

3) „მეცნიერება ხელნაწერებში – წარსულის ცოდნა მომავლისთვის“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი IX–XII კლასების მოსწავლეებს რეგიონულ საბავშვო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

სტუმრები: ნათია დუნდუა – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროექტი ხელმძღვანელი.

მარიამ ჯაბიძე – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, პროექტის კოორდინატორი

4) „კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი“ მეათედ ჩატარდება

სტუმრები: დავით ხოსიტაშვილი – მუსიკოსი, ხმის რეჟისორი, კონკურსის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი; ბადრი ლომსაძე – პედაგოგი; ნანკა ნანიტაშვილი – ბადრი ლომსაძის მოწაფე.

ჩანაწერში ცოცხალ შესრულებას მოისმენთ.

წამყვანები: კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი