1) დილის ფოსტა – ვუპი გოლდბერგი – 70
2) „შავი შაშვი ჩიო-ოო-და…“ – რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერა
„წლების წინ ხელში ჩამივარდა ანზორ ერქომაიშვილის ბროშურა „შავი შაშვი ჩიოდა“. იმდენად მომეწონა ბაბუაზე მოგონებები, რომ ანიმაციური ფილმის გაკეთება გადავწყვიტე. ბატონ ანზორსაც შევუთანხმეთ ეს იდეა. მოხდა ისე, რომ კარგა ხანს ვერ შევძელით ამ იდეის განხორციელება. ბატონი ანზორის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ისევ მივუბრუნდით ამ წამოწყებას, მაგრამ ამჯერად მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება გადავწყვიტეთ“, – გიორგი ჭუმბურიძე.
ფილმში ანზორ ერქომაიშვილის როლს ასრულებს მიხეილ ჯავახიშვილი და ამსვე ეკუთვნის ფილმის მუსიკა. ჩანაწერში მოისმეთ ფილმისთვის შექმნილი მუსიკის ფრაგმენტს.
სტუმარი: გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი.
3) „ყველაფერი ბავშვებისთვის“ – როგორ ავუხსნათ ბავშვებს სტრესული ცხოვრებისეული ეპიზოდები?
რესპონდენტი: ანა მიქიაშვილი – ფსიქოლოგი.
რუბრიკის ავტორი: მარიამ ჩოჩია.
4) როგორ და რატომ უნდა წავიკითხოთ სურსათზე განთავსებული ეტიკეტი?
13 ოქტომბერს მსოფლიო ხარისხის დღეს აღნიშნავს.
რესპონდენტი: გიორგი ჩაჩავა – სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის სერტიფიცირებისა და ბიზნესოპერატორის აღიარების სამმართველოს უფროსი.
5) „ბიზნესპარტნიორი“ – მთავრობა კრიპტოინდუსტრიის რეგულირებას გეგმავს
ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები, ანუ კრიპტო კომპანიები, მალე ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.
კანონპრექტის მიხედვით, საბანკო ზედამხედველობის სტანდარტის მსგავსად, სებ-ს საშუალება ექნება დააწესოს კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები, რისკების მართვის წესები და მომხმარებელთა დაცვის პრინციპები.
ახალი რეგულაციები სრულად 2026 წლის სექტემბრამდე ამოქმედდება.
რა სარგებელს მოუტანს ეს გადაწყვეტილება სექტორს და როგორ აისახება რეგულაციები მომხმარებლებზე?
რესპონდენტი: რატი მესხიშვილი – კომპანია „მატიოს“ დამფუძნებელი.
წამყვანი: მაია ჭუჭულაშვილი.
6) საქართველოს სამთო გიდების ადგილობრივი და საერთაშორისო გამოწვევები
ყველაფერი 90-იან წლებში დაიწყო, როცა პროფესიონალებმა გაერთიანება გადაწყვიტეს და უცხოელებსაც გაუჩნდათ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.
იმის გამო, რომ საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, გაჩნდნენ ე.წ. „შავი გამყოლები“, რაც სახიფათოა. ეს უკვე სერიოზული გამოწვევაა პროფესიული წესრიგის რეგულაციისთვის.
სტუმრები: ილია ბერულავა – საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის გენერალური მდივანი;
ნინაკა სირბილაძე – საფეხმავლო კლასტერის წარმომადგენელი.
წამყვანები: მარიამ ჩოჩია, მიშო ჯავახიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
