1) „ერთმანეთს თუ ვერ გავუგებთ, აბა, მარტო როგორ ვიქნებით?“, – ზაზა ხუციშვილი
დღევანდელი საიუბილეო განწყობილება ზაზა ხუციშვილმა სიმღერით „წამი და დედამიწა“ გაგვიზიარა.
„რაც ჩვენ გვინდა იმას ვხედავთ, რაც არა და აღარ გვესმის; სულ რაღაცას ვითხოვთ, მივიღებთ და აღარ გვახარებს; სულ რაღაცას ვეძებთ, ვიპოვით და წამში გვავიწყდება; რატომ გვძულს ერთმანეთი? რატომ გვიყვარდება? ეს სიმღერა თითქოს ახალ წელზეა, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრებაა და დღევანდელობა“, – ზაზა ხუციშვილი.
რესპონდენტი: ზაზა ხუციშვილი – მუსიკოსი. „პიკის საათის“ გუნდის წევრი.
2) „ხელთ გვიპყრია საოცნებო თასთა თასი! აგრე იყოს: ეს ერთი და სხვა ათასი!“
„74 წლის ვარ და 70 წელია ფეხბურთს ვუყურებ. ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი 13 მაისზე. 44 წელი გავიდა. რა გითხრათ? სევდანარევი სიხარულია. დღეს მირჩევნია იმ ბიჭებზე გესაუბროთ რომლებიც ჩვენ გვერდით აღარ არის“, – გიგა გორგოძე.
1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის ღირშესანიშნავი თარიღია. სწორედ ამ დღეს UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების 21-ე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.
თბილისის „დინამომ“ ამ გათამაშების 1/16 ფინალში დაამარცხა საბერძნეთის „კასტორია“, 1/8 ფინალში – ირლანდიის „უოტერფორდი“, 1/4 ფინალში – ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, 1/2 ფინალში – როტერდამის „ფეინოორდი“, ხოლო ფინალში – იენას „კარლ ცაისი“.
სტუმარი: გიგა (გიორგი) გორგოძე – სპოეტული ჟურნალისტი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
