პიკის საათი - 13.02.2025
პიკის საათი - 13.02.2025

1) კოსმოსი დედამიწის გადასარჩენად

კოსმოსური კვლევები, ატმოსფეროს სპეციფიკა, შპიცბერგენის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე ე.წ. „აპოკალიფსის საცავის“ მთვარეზე გადატანის პერსპექტივა და ყოფითი, ყოველდღიური პრაქტიკა დედამიწის გადასარჩენად! – 2024 წლის 25 ოქტომბერს დალი უბილავასთან შემდგარი ინტერვიუს ფრაგმენტი.

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება თემით „რადიო და კლიმატის ცვლილება“

რესპონდენტი: დალი უბილავა-დე გრააფი – ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრის (ჰოლანდია) საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი.

ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი ეკა ტალახაძე.

 

2) საქართველოს რადიო ეკოცნობიერებისთვის

„რადიომაუწყებლობამ პრიორიტეტად უნდა დაისახოს ინფორმაციის ხარისხი და წყაროების მრავალფეროვნება, რადგან მას უდიდესი როლი აკისრია კლიმატთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში. ეს მოიცავს სკეპტიკოსების არგუმენტების გაბათილებას, ე.წ. გრინვოშინგის (მწვანე სარეკლამო მანიპულაციების) გამოძიებას, კლიმატურ აქტივიზმსა და პრობლემური საკითხების გაშუქებას“.

სტუმარი: ბარბარე ბენაშვილი – საქართველოს რადიოს ჟურნალისტი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: