პიკის საათი - 12.11.2025
პიკის საათი - 12.11.2025

1) ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში

საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.

საბოლოო განხილვა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე, 2025 წლის 8-13 დეკემბერს ინდოეთში, ქალაქ დელიში გაიმართება.

რესპონდენტი: ირაკლი რეხვიაშვილი – სელექციონერი.

 

2) „მივიწყებული ამბების ქრონიკა“ – ფილიპ ზიმბარდოს ექსპერიმენტი სტენფორდის ციხეში

თავისი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, დოქტორი ზიმბარდო ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და კვლევებს ატარებდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა სირცხვილი, ბოროტების ფსიქოლოგიური საფუძვლები და წარსული გამოცდილებების გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

რუბრიკის ავტორი: ვანიკო ქიტუაშვილი.

 

3) „პარალელური ზღაპრული განზომილება“ – სოფო მარიამ ქორიძის ახალი ნამუშევრების გამოფენა

აშშ-ში, იტალიასა და თურქეთში მიღებული განათლების შემდეგ, სოფო ქორიძემ მოდას, თეატრსა და სცენოგრაფიას ერთნაირი ძალით მიუძღვნა თავი.

მის მიერ შექმნილი სცენოგრაფია 20-ზე მეტ სპექტაკლში ვიხილეთ, მათ შორის სტრინდბერგის პიესისთვის „უფრო ძლიერი“, რომელიც 2023 წელს ედინბურგის ფრინჯ ფესტივალზე „ხუთ აუცილებელ სანახავ სპექტაკლს“ შორის მოხვდა.

მისი პერსონალური გამოფენები და საჯარო ხელოვნების პროექტები, როგორიცაა „ხუთი კაბა“ თუ პერსონალური გამოფენები „კარავანი ორბელიანზე“, ნათლად წარმოაჩენს მის მუდმივ ძიებას ახალი ვიზუალური თხრობის ფორმებისკენ.

გამოფენაში პარალელური ზღაპრული განზომილება სოფო მარიამ ქორიძე აგრძელებს სიჩუმის, სინათლისა და გარდასახვის კვლევას – მოგზაურობას, რომელიც მაყურებელს გადაჰყავს კაშკაშა სხვა სივრცეში, სადაც მეხსიერება და წარმოსახვა თანაარსებობს.

სტუმარი: სოფო ქორიძე – მხატვარი.

 

4) „ბიზნესპარტნიორი“ – რეგულაციები პლასტიკის გამოყენებაზე

იანვრიდან პლასტიკისერთჯერადი ნივთების გამოყენება  შეიზღუდება. მაგალითად, დანები,  ჩანგლები, კოვზები და თეფშები.  რატომ დადგა დღის  წესრიგში  პლასტიკის ნივთების ჩანაცვლება?რესპონდენტი: ლაშა ინაური – ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი

წამყვანი: მაია ჭუჭულაშვილი.

 

5) ხელოვნური ინტელექტი და ინტელექტუალური საკუთრება

საქართველოს ხელისუფლება ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას ახალისებს, რაც საერთაშორისო ფორუმებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, ხელოვნურ ინტელექტს, როგორც რესურსს, საქართველო უნდა შეხვდეს არა შიშით, არამედ ახლის შექმნის შესაძლებლობით.

სტუმარი: სოსო გიორგაძე – საქპატენტისთავმჯდომარე.

წამყვანები: კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: