პიკის საათი - 12.09.2025
პიკის საათი - 12.09.2025

1) შთააგონე, შეცვალე, განავითარე – ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული 2025

2025 წლის 12-18 მაისს ICF საქართველო მეშვიდედ უმასპინძლებს ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულს, რომელიც წელს კიდევ უფრო მასშტაბურია! კვირეულის ფარგლებში ჩატარდება უფასო ვებინარები, დემო სესიები, უფასო ქოუჩ სესიები.

18 მაისს დაგეგმილი კონფერენციის მთავარი თემა – ქოუჩინგის როლი განათლებაში. იხილავთ ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებს.

სტუმრები: სოფო ლაცაბიძე – ICF საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრი, ორგანიზაციული განვითარების ლდიერი;

ირინა სეფერთელაძე – ICF საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრი, სტრატეგიული კომუნიკაციის ლიდერი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“ – გულო კაიკაციშვილი

გულო ახმედ კაიკაციშვილმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს, კერძოდ აჭარის განვითარების ისტორიაში. ის ჯერ კიდევ ოსმალეთის ბატონობის პერიოდში, იყო გაზეთების „ივერიის“ და „დროების“ კორესპონდენტი.

აქვეყნებდა წერილებს აჭარის და ქობულეთის ცხოვრებაზე, იღვწოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართული მიწების საქართველოსთან შეერთებისთვის.

რესპონდენტი: ეთერ მიქელაძე – აჭარის საარქივო სამართველოს ანალიტიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: