პიკის საათი - 12.04.2024
პიკის საათი - 12.04.2024

1) სიახლეები კოსმოსიდან

რევოლუციური მნიშვნელობის სატელიტები და კოსმოსში მიმდიანრე მისიები.

რესპონდენტი: დალი უბილავა-დე გრააფი – ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისატი.

 

2) ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღე

ადამიანის კოსმოსში მოგზაურობის 63 წლიანი ისტორია, გაზრდილი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე და განელებული ინტერესი მეცნიერებისადმი.

სტუმარი: ანდრია როგავა – ფიზიკოსი.

 

3) „ხელოვანის სტატუსის შესახებ“

იუნესკოს 1980 წლის რეკომენდაცია ხელოვანთა სტატუსის დასაცავად და მასზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივისთვის სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავებას გულისხმობს.

სტუმრები: ნინო გუნია-კუზნეცოვა – პროექტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე მერმანიშვილი – იურისტი.

 

4) „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“

სახელმწიფო ენის მნიშვნელობა, ენისა და კულტურის ურთიერთმიმართება და ენაში განფენილ ერის ისტორია.

სტუმარი: მარიამ მანჯგალაძე – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

5) ფერებისა და არომატების ფსიქოლოგია

ჩვენი ენა და სიტყვათა მარაგი ჩვენი აზროვნების ფორმას განაპირობებს.

  • რას ნიშნავს „ფერის შიმშილი“ ფსიქოლოგების ენაზე?
  • როგორ განისაზღვრება ადამიანის ფსიქოტიპი საყვარელი ფერის მიხედვით?
  • როგორ უნდა „მართო“ ადამიანის ფსიქიკა არომატით?

სტუმარი: ირინე ტაბუციძე – ფსიქოლოგი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: