1) ჰაიატე სოტომეს საჯარო მოხსენება „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“
2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის (მიწისძვრა და ცუნამი) შედეგად 16 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ცუნამით გამოწვეულმა ბირთვულმა ავარიამ ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური დააზიანა და რადიაციული დაბინძურების გამო 300 კვადრატული კილომეტრი დღემდე ცხოვრებისთვის სახიფათო ზონადაა გამოცხადებული.
იაპონელმა მწერალმა ჰირომი კავაკამიმ კატასტროფიდან ერთ კვირაში დაწერა მოთხრობა „კამისამა“ (იაპ. ღმერთი), რომელშიც მაშინდელი რეალობა ასახა. ჰაიატე სოტომე შეადარებს ორიგინალსა და გადაკეთებულ მოთხრობას, ასევე მიმოიხილავს 2011 წლის 11 მარტის შემდგომ შექმნილ ლიტერატურას.
სტუმარი: ჰაიატე სოტომე – ფილოლოგიის დოქტორი, ცუკუბის უნივერსიტეტის (იაპონია) ასისტენტ-პროფესორი, ქართველოლოგი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) „ზღვის თეატრი“
„ზღვის თეატრი“ – სპექტაკლი, რომელსაც სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოგიდგენთ და რომელიც ზურა ბერიკაშვილის ხსოვნას ეძღვნება.
სპექტაკლში ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები ცდილობენ შექმნან ახალი თეატრი. ყველა მათგანი დროებით დევნილობაშია და ამ მაღალი იდეით შეიჭრებიან ერთ-ერთ სარდაფში და სურთ ის თეატრალურ სივრცედ გარდაქმნან. უამრავი თავგადასავლის და წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი მაინც შექმნიან თავის თეატრს.
რესპონდენტები: ალექსანდრე ელოშვილი – რეჟისორი; ანა სანაია – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი, ეკატერინე შარიქაძე – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; თორნიკე ბელთაძე, კახა ჯოხაძე, ჯაბა ჯანაშია – მსახიობები.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
