1) დილის ფოსტა – რა არის ეგო და როგორ ვმართოთ ის?
2) 11-15 მაისს თბილისი პირველ იბეროამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს!
პირველად რეგიონში, იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს თანამედროვეობის გამორჩეულ მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს ესპანეთიდან, მექსიკიდან, ვენესუელიდან, კუბიდან და პერუდან.
რესპონდენტი: ლანა კალანდია – ფესტივალის დამფუძნებელი და კურატორი.
3) „ადელი – კალმით საუბარი“
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის კალიგრაფიის სკოლის გამორჩეული მოსწავლის, 12 წლის ადელ ტრენტინელას პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში და პირველი ინტერვიუ „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში.
სტუმრები: ნესტან ბაგაური – საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი; ადელ ტრენტინელა – კალიგრაფი, კალიგრაფიის სკოლის მოსწავლე.
4) პრევენცია, ზედამხედველობა და ჯარიმები შავი ზღვის დაბინძურების შესამცირებლად
თვეში ერთჯერ „პიკის საათი“ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უწყების პასუხისმგებლობის არეალში შემავალ საყურადღებო საკითხებზე საუბარს გთავაზობთ.
შავი ზღვის დაბინძურების თავიდან აცილება ან მინიმუმამდე დაყვანა, ასევე უკანონო თევზჭერის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით შავ ზღვაზე სახელმწიფო კონტროლს, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს. ბოლო წლებში გატარებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების, 2023 წლიდან გაზრდილი ჯარიმებისა და დეპარტამენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, ზღვის დაბინძურების შემთხვევებმა იკლო.
სტუმარი: ტარიელ ირემაძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
5) „ბიზნესპარტნიორი“ – გაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა
რესპონდენტი: დავით რუსია – საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი.
წამყვანი: თაკო გალუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
