პიკის საათი – 102.4 და 100.9 მუნიციპალურ ტრანსპორტში
მწერალი გურამ მეგრელიშვილი თბილისის მერს ახალი ინიციატივით მიმართავს. ,,ვთვლით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ ის რადიო უნდა იყოს ჩართული, რომელიც საზოგადოების გადასახადებითაა დაფინანსებული. ამით, ერთის მხრივ შეიზღუდება გაუგებარი მუსიკალური რეპერტუარი, რაც ტრანსპორტში ისმის, მეორეს მხრივ, მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების 102.4 ან 100.9 პოპულარიზაცია.“ – ნათქვამია წერილში, რომელიც გამოქვეყნდა პროექტის ,,შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში. სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://idea.tbilisi.gov.ge/idea-details/2741
ჩანაწერში მოისმენთ მსმენელის პასუხს კითხვაზე: უნდა იყოს თუ არა ჩართული საზოგადოებრივი რადიო მუნიციპალურ ტრანსპორტში?