პიკის საათი - 10 წელი ქორეოგრაფიაში
პიკის საათი - 10 წელი ქორეოგრაფიაში

2019 წელს გიორგი ალექსიძის სახელობის  „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, დასის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში მუშაობის 10  წელს აღნიშნავს. 14 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის გალა ფრაგმენტებით მარიამ ალექსიძის მიერ 10 წლის მანძილზე დადგმული თანამედროვე საბალეტო და ქორეოგრაფიული სპექტაკლებიდან: „დოვინ-დოვენ-დოვლი…“, „აჭარპანი“, „ალვა“, „ქუჩა“, „ჰარირა“, „გურჯი-ხათუნი“, „ფანტაზიააკვნისნანებზე“, „შექსპირი.სიყვარული“, „ხამსე“, „მეტამორფოზები“, STALAG VIII-A და „ფოლია“.

სტუმარი:  მარიამ ალექსიძე  – მოცეკვავე, პედაგოგ-რეპეტიტორი, ქორეოგრაფი; გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ სამხატვრო ხელმძღვანელი.