პიკის საათი – 10.07.2026

12:58, 10.07.2026
-0:00

1) დილის ფოსტა – მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო

2) სიუჟეტი „პიკის საათის“ არქივიდან / რევაზ ლაღიძე – რადიონარკვევები საქართველოს რადიოს ოქროს ფონდიდან

2026 წლის 10 ივლისს რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 105 წელი.

საარქივო სიუჟეტის ავტორი: ელენე ტუშური.

3) ეკა ტალახაძის ინტერვიუ თეოდორე ერისთავთან – (მეორე ნაწილი)

კომპოზიტორი, დოკუმენტური კინოს პროდიუსერი და ახლა უკვე  ავტობიოგრაფიული წიგნის „სასტუმრო პარიზი“ ავტორი თეოდორე ერისთავი 24 წელია პარიზში ცხოვრობს. ის ე.წ. „თვითმფრინავის ბიჭების“ მოძღვრის,  მამა თეოდორე ჩიხლაძის (ერისკაცობაში თეიმურაზი) შვილიშვილია.

ინტერვიუ 2026 წლის 6 ივლისს საქართველოს რადიოს ლიტერატურული დრამის სტუდიაშია ჩაწერილი.

ჩანაწერში მოისმენთ მამა თეოდორე ჩიხლაძისა და თეოდორე ერისთავის მუსიკას ცოცხალი შესრულებით.

4) ზაქარია ფალიაშვილის საოპერო მუსიკის ტრანსკრიფციები

რესპონდენტი: ნინო ჯანჯღავა – კომპოზიტორი, პიანისტი, ფლეიტისტი, დირიჟორი.

5) „ბიზნესპარტნიორი“ – „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი

რესპონდენტი: მაია მელიქიძე – განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

წამყვანი: მაია ჭუჭულაშვილი.

6) ტარიელ ჭანტურიას გახსენება  

ამონარიდები 2017 წლის 14 ივლისის გადაცემიდან „თავისუფალი ლიტერატურა“, სადაც

ლიტერატურის კრიტიკოს ნიკა აგლაძესა და ფილოსოსფოს ლექსო დორეულს ტარიელ ჭანტურია თანამედროვე პოეზიაზე სასაუბროდ ჰყავდათ მიწვეული.

იმ წელს პოეტი 85 წლის გახდა.

წამყვანი: თაკო გალუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი