პიკის საათი - 10.03.2025
პიკის საათი - 10.03.2025

1) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“ – ტარას კვარაცხელია

ტარას კვარაცხელია 1889 წლის 10 მარტს წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში დაიბადა. სწავლის დროს საკუთარი ინიციტივით საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა მცენარეთა ჯიშის მოძიება დაიწყო და სწორედ აქედან იწყება მისი ინტერესიც ამ დარგის მიმართ.

თავისი მეცნიერული შრომებით და სუბტროპიკულ კულტურათა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდით მან თავისი წვლილი შეიტანა სუბტროპიკული კულტურების ათვისების, დანერგვისა და გავრცელების საქმეში.

რესპონდენტი: ვაჟა კვარაცხელია – ტარას კვარაცხელიას შთამომავალი; ტარას კავარცხელიას სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) თეა თოფურიას რომანი „იაკობის ჭასთან“ „ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის“ (EUPL) ფინალშია

„ამ რომანში რეალურად მართლაც ჭაზეა საუბარი. გადასახლებული ადამიანები, რომლებიც ბარიდან ავიდნენ მთაში, ძველი ინსტიქტით, ჭებს თხრიან. არ ჭირდებათ, იქ სულ წყაროებია, მაგრამ მაინც თხრიან. აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთ ჭაში წყალი არ ჩადგება. ვრცელდება ლეგენდა, რომ ეს ჭა საიქიოში ჩადის და მისი მეშვეობი ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანები ესაუბრებიან ერთმანეთს“, – თეა თოფურია.

თეა თოფურიას წიგნი, „იაკობის ჭასთან“ ადამიანზე გვიყვება. რომანის ჟანრი მაგიური რეალიზმია. ავტორი აღწერს პატარა ერის ისტორიას, რომლის დიდი ნაწილი იძულებული გახდა დამპყრობელს გაჰქცეოდა და გადასახლებულიყო. ამის შემდეგ სიუჟეტი ორ ნაწილად იყოფა, გადასახლებულები, რომლებიც რთულ, მაგრამ ახალ ცხოვრებას იწყებენ და დარჩენილები, რომელთაც, მუდმივი ნოსტალგიისა და ნიჰილიზმის კვალდაკვალ, დამპყრობლებთან თანაცხოვრება უწევთ.

სტუმარი: თეა თოფურია – ჟურნალისტი, მწერალი.

 

3) „შაშვი შაშვი მაყვალი“ – წლის საუკეთესო წიგნი პოლონეთში

„ამ წიგნის მთავარ ღირებულებას ქართველი ქალის და ზოგადად საქართველოს წარმოჩენა წარმოადგენს. შესაბამისად, მთარგმნელისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ღირებულებების და ამ ენის სწორად გადატა იყო პოლონურ ენაზე. მერწმუნეთ, ცნება „რას იტყვის ხალხი“ დედამიწის ზურგზე ნებისმიერი ქალისთვის აქტუალური თემაა“.

თამთა მელაშვილის რომანმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ პოლონეთში წლის საუკეთესო წიგნის წოდება მიიღო.

სტუმარი: მაგდა ნოვაკოვსკა – ქართველოლოგი, მთარგმნელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: