პიკის საათი - 10.02.2025
პიკის საათი - 10.02.2025

1) „თიბათვის ნისლი“ – გიორგი შალამბერიძის ახალი პოეტური კრებული

„თიბათვე განსაკუთრებულად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ამ თვემ ჩემს მეუღლეს, ჩემს უსაყვარლეს ნინის შემახვედრა. თან დაემთხვა, რომ „თიბათვის ნისლი“ ფრაზაა ჩემივე ლექსიდან „სახლი მინდოდა მქონოდა…“ ყველაზე დიდი ინსპირაცია მაინც სიყვარულია – ადამიანის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, მეგობრის სიყვარული, ქალაქის, ქუჩის… იმიტომ, რომ სიყვარულით იწერება ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ სატკივარზე თუ სიხარულზე“, – გიორგი შალამბერიძე.

გიორგი შალამბერიძის ახალ პოეტურ კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ძე შეცდომილი, ძე მართალი“, რომელიც წიგნის შინაარსს ოსტატურად კრავს.

„გიორგი, პოეტი-რომანტიკოსია (გნებავთ, ერთ-ერთი უკანასკნელი რომანტიკოსი), რომელიც მუდმივად თავის იდეალებს დასტრიალებს: სატრფოს, სამშობლოს, სიმართლეს… ეს – მონატრებულთა პოეზიაა. თითქოს ოდესღაც ამ ხმათათვის ყურიც მოგიკრავთ… დატკბით, გაიხსენეთ…“, – ნინო სადღობელაშვილი.

რესპონდენტი: გიორგი შალამბერიძე – მსახიობი; პოეტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალური ეზო-კარმიდამო ოზურგეთში

ოზურგეთიდან 5 კილომეტრის სავალ გზაზე იქ სადაც აჭისწყლის ხეობა ნაბადას მთას ხვდება, ყველაზე მდიდარი და ამავდროულად ყველაზე ღარიბი კაცი დაიბადა.

რევაზ თაყაიშვილი – ექვთიმეს ეზოს მცველია, რომელმაც 13 წლის წინ დედაქალაქი დატოვა და საცხოვრებლად ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში გადავიდა. მალვე შეძლო „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“ კარ-მიდამოს მოწყობა და დღეს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალურ ეზო-კარმიდამო უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს.

რესპონდენტი: რევაზ თაყაიშვილი – ექიმი; მედიცინის დოქტორი, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: