პიკის საათი - 1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე
პიკის საათი - 1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე

„ერთობლივი ძალისხმევა აივ/შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად“

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახორციელებს კამპანიას „ერთობლივი ძალისხმევა აივ/შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად“, რაც აივ ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე ტესტირების კვირეულით გამოიხატა.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. მართალია, აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო დაბალი რევალენტობის მქონე ქვეყნების რიგს განეკუთვნება, მაგრამ ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. კვლავ საკმაოდ მაღალია საზოგადოებრივი სტიგმისა და დისკრიმინაციის დონე აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ.

სატელეფონო ჩართვა: მაკა გოგია – ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამის დირექტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი