1) ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო საღამოები რეგიონებში
9 ივლისი – დაბა თიანეთის კულტურის ცენტრი;
10 ივლისი – ქ. გორის კომბინატის კულტურის ცენტრი;
11 ივლისი – ქ. კასპის კულტურის ცენტრი.
რესპონდენტი: ვაჟა დურგლიშვილი – კომპოზიტორი.
2) მუსიკალური სეზონი ბათუმში
„აჭარის რეგიონი გამოირჩევა თავისი მუსიკალურობითა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით. წელს ბათუმს მიენიჭა საქართველოს კულტურული ცენტრის წოდება, აქედან გამომდინარე გაიმართება უამრავი კონცერტი ივლისიდან, ასევე ქართველი კომპოზიტორების უკვე კლასიკად ქცეული საღამოები“.
რესპონდენტი: ნიკო ბერიძე – მუსიკოსი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური რედაქტორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
3) „ღრუბლებს ზემოთ“
თუშეთის მაღალ მთებში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, მდებარეობს მყუდრო კაფე, რომელიც სტუმრებს ნამდვილი, არომატული ყავით, ხელნაკეთი სახლური ნამცხვრებითა და ადგილობრივი ტრადიციული კერძებით უმასპინძლდება. მისი სულისჩამდგმელი 29 წლის დაჯი ოშორიძეა, რომელიც ოთხი წელია ამ მიმართულებით მუშაობს.
რესპონდენტი: დაჯი ოშორიძე – კაფე „ღრუბლებს ზემოთ“.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
