პიკის საათი – 09.06.2025
1) „მარადიულნი: ყველაფრიზმი“
„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დოკუმენტური ფილმი, რომელიც ილია მიხეილის ძე ზდანევიჩის (ფსევდონიმით ილიაზდის) ბიოგრაფიას ეძღვნება.
„ფილმში დეტალურადაა გადმოცემული ილია ზდანევიჩის ყველა ცხოვრებისეული ეტაპი: პატარაობა, სწავლა-განათლება, ფუტურიზმით გატაცება სიყმაწვილის პერიოდში, ფიროსმანის აღმოჩენა, „41 გრადუსის“ მსოფლხედვა, რევოლუციური პუბლიკაციები, ხელნაკეთი წიგნები და 10-იანი წლების თბილისი, თაყაიშვილის ექსპედიციაში მონაწილეობა, საინტერესო ფაქტები ბათუმში ყოფნის პერიოდზე, სახელოვნებო სიახლეების ძიებაში პარიზში გამგზავრებაზე, სადაც ილიაზდმა გაიცნო მაშინ ჯერ კიდევ უცნობი, თუმცა ამჟამად ყველასთვის ცნობილი ხელოვანები“, – ბერდია კუტუბიძე.
სტუმარი: ბერდია კუტუბიძე – ფილმის ავტორი, პროდიუსერი და წამყვანი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

