პიკის საათი - 09.05.2025
პიკის საათი - 09.05.2025

1) თემურ მამისაშვილის მორიგი წარმატება

ქართველი ბიჭი, რომელიც ბრუს ლის, ჯეკი ჩანისა და ჟან-კლოდ ვან დამის ფილმებს უყურებდა, თან ჩინურ ორთაბრძოლაში დახელოვნებას ცდილობდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ოცნება აუსრულდებოდა – ჯეკი ჩანთან და ვან დამთან ერთად ფილმებში ითამაშებდა. ადამინი, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გადალახა და წარმატების გზას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება.

რესპონდენტი: თემურ მამისაშვილი – მსახიობი; ჯეკი ჩანის კასკადიორთა გუნდის მერვე თაობის ოფიციალური წევრი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ტრიო „აპრილია“ 2 წლისაა

„ჩვენ ყველას ჩვენი მუსიკალური ცხოვრება გვაქვს, მე და ლევანი ბავშვობის მეგობრები ვართ, მაგრამ ჩვენი ტრიო ოთო ედიშერაშვილის მონდომებით შეიქმნა. მალევე შემოგვიერთდა გიგა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსთან შეწყობას დრო სჭირდება, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვართ. „აპრილია“ არის გიგა ჯალაღონია, რომელსაც ტრიოს სახელთან სახალისო ამბავიც კი აკავშირებს“, – ბეჟან ამირანაშვილი.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საავტორო მუსიკა. მართალია, ტრიოში რომ მოვედი, ბიჭებს პირველი ალბომისათვის საავტორო შემქომედების თითქმის 70% უკვე მზად ჰქონდათ, მაგრამ ერთადაც შევქმენით რამდენიმე სიმღერა. სიმღერებს ძირითადად ბეჟო წერს“, – გიგა ჯალაღონია.

ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას.

„ქარში ორნი“ – ტრიო „აპრილიას“ სიმღერა გონერ მოსელიძის ტექსტზე.

სტუმრები: გიგა ჯალაღონია, ბეჟან ამირანაშვილი და ლევან ჯორჯიაშვილი.

წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: