1) რუსი გენერლის მკვლელობისთვის ბელგოროდის დედათა მონასტერში გადასახლებული საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ ციციშვილი
რესპონდენტი: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი.
2) თსუ-ის მუზეუმის რუბრიკა „ერთი ნივთის ისტორია“ – 1611 წელს გამოცემული ინგლისურენოვანი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თარგმანი, მეფე ჯეიმსის ბიბლია (King James Version – KJV), ილია II-მ 1979 წელს უსახსოვრა უნივერსიტეტს!
რესპონდენტი: მაია გურაბანიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი.
3) 1989 წლის 9 აპრილი და „პიკის საათი“
სტუმარი: ზაზა ქინქლაძე – „პიკის საათის“ ჟურნალისტი.
4) 9 აპრილიდან 9 აპრილამდე!
ჯონი ხეცურიანის მიერ შედგენილი და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ ჩასწორებული 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველადი ხელნაწერები საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა.
რესპონდენტი: ჯონი ხეცურიანი – აკადემიკოსი.
წამყვანები: კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
