1) „ეჰ, გურამ გაბიძაშვილო, გურამ!“
„20-21 წლის თუ იქნებოდა პირველად რომ შევხვდი, 1981 წელს, ქობულეთში, ფიჭვნარში, სადაც აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქელოგების ჯგუფი მუშაობდა. სამუშაო ველიდან ახლად დაბრუნებულები ვიყავით და ჩვენი ჯგუფის უსათნოესი წევრის, მაიკო ბოჭორიშვილის დაბადების დღის აღნიშვნისათვის ვემზადებოდით, როდესაც „ვერსალის“ (ასე ეძახდნენ ხუმრობით ექსპედიციის წევრები ძველ თავლას, სადაც, რეკონსტრუქციის შემდეგ, არქეოლოგიური ბაზა უნდა განთავსებულიყო) „კარიბჭეს ორი ყმაწვილი მოადგა. პირველმა (იგი ყოევლთვის ყველგან პირველი იყო), გამორჩეული ჰაბიტუსით, უმალვე მიიქცია ჩვენი ყურადღება: მაღალი, სათვალიანი, სუფთად გაპარსული, დინჯი და მოზომილი ქცევით ინდიანა ჯონსს ჰგავდა. ვინ არის მეთქი?“ – ვიკითხე. „გურამ გაბიძაშვილია, უნივერსიტეტის სტუდენტი, ლექსები უყვარს, კარგი ბიჭია“, – მითხრა კუკუშამ (ერეკლე ასტახიშვილმა). ლექსების სიყვარული კი ისეთი დახასიათება იყო, რომ უმალ განგაწყობდა…“ – პაატა ჯაში.
2025 წლის 30 ივნისს 65 წლის გახდებოდა ისტორისკოსი, არქეოლოგი, ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი, რომელიც 2010 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩანაწერში გამოყენებულია ფრაგმენტი ეკა ტალახაძის ინტერვიუდან გურამ გაბიძაშვილთან, რომელიც 2010 წელსაა ჩაწერილი.
ჩანაწერში გამოყენებულია მასალა ჟურნალ „კულტურა პლუს“-ის ახალი ნომრიდან.
სტუმარი: პაატა ჯაში – ხელოვნებათმცოდნე; გურამ გაბიძაშვილის მეგობარი.
2) ალექსანრე შვერზაშვილი – 106
„მამას შემოქმედებაში საფორტეპიანო ტრიო #1 საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია არა მხოლოდ მისთვის, არამედ, ზოგადად ქართული კლასიკური მუსიკის ისტორიაში. მეც, როგორც პიანისტს, მამას ბევრ ნაწამოებში მიმიღია მონაწილეობა“, – გოგა შავერზაშვილი.
2025 წლის 8 ივლისს 106 წლის გახდებოდა ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე შავერზაშვილი.
რესპონდენტი: გოგა შავერზაშვილი – კომპოზიტორი; ალექსანდრე შავერზაშვილის შვილი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
