პიკის საათი - 08.06.2026
პიკის საათი - 08.06.2026

1) დილის ფოსტა – 8 ივნისს მსოფლიო ოკეანის დღეს აღნშნავს

 

2) „შემოქმედებითი საქართველო“ – ახალი ჟურნალის რადიოწარდგენა

შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გამოიცა ბეჭდური ჟურნალი „შემოქმედებითი საქართველო“.

პროექტს შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა ახორციელებს. პროექტის კოორდინატორი და კრეატიული დირექტორია თეა სხიერელი, რედაქტორი ნინია სადღობელაშვილი, დიზაინერი ნინო ყაველაშვილი, მთარგმნელი ზაზა ჭილაძე.

სტუმარი: ნინია სადღობელაშვილი –  ჟურნალის რედაქტორი.

რესპონდენტი: შორენა შავერდაშვილი – გამომცემელი (შორენა შავერდაშვილისგამომცემლობა).

 

3) კესო ბოჭორიშვილის საავტორო რუბრიკა „რადიო არტი“ – რეპორტაჟი ვან გოგის მუზეუმიდან

პირდაპირი ჩართვა ამსტერდამიდან.

 

4) თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტაცია იწყება

რესპონდენტი: გურამ ოქროპირიძე – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

 

5) „ბიზნესპარტნიორი“ – სასტუმროების ფასები კვლავ მზარდ დინამიკას ინარჩუნებს

რესპონდენტი: გიორგი დოლიძე – HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი.

წამყვანი: მაია ჭუჭულაშვილი.

 

6) „1908 D – A 1940“ – სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო სოლო კონცერტი

11 ივნისს, მსმენელის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ხელმეორედ გაიმართება ახალგაზრდა პიანისტის, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულის, სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო სოლო კონცერტი სახელად „1908 D – A 1940“.

პროგრამაშია სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო სონატა რე მინორი (1908 D Minor) და სერგეი პროკოფიევის საფორტეპიანო სონატა ლა მაჟორი (1940 A Major).

სტუმარი: სანდრო გეგეჭკორი – პიანისტი.

წამყვანი: ვანიკო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: