პიკის საათი - 07.05.2025
პიკის საათი - 07.05.2025

1) ვლადიმერ პაპავა სამეფო ეკონომიკური საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა

„ხანდახან მეცნიერება ცხოვრებას ჩამორჩება. ეს ხშირად მომხდარა ეკონომიკურ მეცნიერებაში. უკეთეს შემთხვევაში, როცა რაღაც მოხდება, მერე იწყება ამ მიმართულების კვლევა. მაგალითად ავიღოთ ელექტრონული ფული, რომელმაც სულ შეცვალა ფულის არსი. ეკონომისტები იმაშიც კი ვერ შეთანხმებულან კრიპტოვალუტა ფულია, თუ უბრალოდ ფინანსური აქტივი. ძლიერი გამოწვევბის წინაშე მდგარი ეკონომიკისთვის ბევრი რამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, იმას, რასაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ახორციელებს მსოფლიო სავაჭრო ომების კუთხით, სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს ეკონომიკური მეცნიერების გამოწვევები“, – ვლადიმერ პაპავა.

2025 წლის 1 მაისიდან, ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვლადიმერ (ლადო) პაპავა სამეფო ეკონომიკური საზოგადოების (დიდი ბრიტანეთი) ნამდვილი წევრი გახდა.

რესპონდენტი: ვლადიმერ (ლადო) პაპავა – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) ქვეწარმავლები დედაქალაქში

საქართველოში გველის 20-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული, მათგან მხოლოდ რამდენიმეა შხამიანი, აქედან კი ალერგიის არმქონე ადამიანისთვის მომაკვდინებელი მხოლოდ ერთი, გიურზას ნაკბენია.

გველის ნაკბენით გამოწვეული მდგომარეობა კი სწრაფ და სწორ რეაგირებას საჭიროებს, ამიტომ ჩვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით პირველადი დახმარების პრინციპების დაცვისას.

რესპონდენტი: გიორგი გიგაური – ჰერპეტოლოგი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: