1) ედუარდო დე ფილიპო – „მილიონერი ნაპოლი“
6, 7, 11 ივნისს – პრემიერა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა!
სტუმარი: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი.
2) „არეული“ – წიბახა ილიასთან
7 ივნისს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მუზეუმის კლუბში გურამ წიბახაშვილის გამოფენა იხსნება.
„ფოტოგრაფი ყურადღების მიქცევაა, ამიტომ ფოტო, რომელიც პლაკატისთვის გამოვიყენეთ, გიზიდავს, რომ გამოფენაზე შეგიტყუოს. ამ გამოფენით, რომელიც თითქოს არეულობის განცდას ქმნის და რომელიც სამ მიმართლებას, სოციალურ თემატიკას, ლამაზ ფოტოებსა და ადამიანის მიერ სუბიექტურად განცდილ კადრებს აერთიანებს, ადამიანმა უნდა გაიაზროს თავი“.
სტუმარი: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი.
3) „კვალი ნათელი – ზურაბ ჩიქოვანი“
ეკა ხითარიშვილის დოკუმენტურ ფილმში მაყურებელი გაეცნობა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ექიმ-ფსიქიატრისა და მუსიკოსის მოღვაწეობის უცნობ და საინტერესო ეპიზოდებს.
ზურაბ ჩიქოვანმა ათეულობით წელი შეალია ფსიქიატრიის ისეთი მიმართულების შესწავლას , რომელიც დღეს არტთერაპიის სახელით არის ცნობილი.
სტუმარი: ეკა ხითარიშვილი – ფილმის ავტორი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
