პიკის საათი - 06.03.2024
პიკის საათი - 06.03.2024

1) შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია თსუ-ში 

„ბავშვის სიყვარული ძალიან რთული რაღაც ყოფილა. გვიყავრს, ვეფერებით, ვკოცნით, გულში ვიხუტებთ, მაგრამ სიყვარულს სულ სხვა გამოვლენა უნდა ჰქოდნეს. სინაზე, სიმშვიდე, სულიერი ერთობა. ასეთ ერთობაში ბავშვი მეტს აღწევს და მეტად იზრდება“.

„სიყვარული რწმენას ჰგავს. რწმენა კი საქმეთა გარეშე მკვდარია, ისევე როგორც სიყვარული. მარტო გვიყვარდეს რას ნიშნავს? უნდა ვიცოდე, როგორ მოვუარო ბავშვს, რისკენ მივმართო მისი თვალი და მზერა, სად შევეშველო, სად არ შევეშველო და თვითონ უნდა გაიკაფოს გზა. მე თუ ეს საქმეები არ შევქმენი, სიყვარული ფუჭად ჩაივლის“.

რესპონდენტი: შალვა ამონაშვილი – ჰუმანური პედაგოპგიკის დამაარსებელი, აკადემიკოსი, ფსიქოლოგი.

 

2) ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“

„საზოგადოებაში გაბატონებული სისტემები, ნორმები, ღირებულებები და აქტორები, ხშირად რიყავენ განსხვავებულს და ძალადობენ უცხო სხეულზე წესრიგის, ნორმალურობის, საკუთარი ინტერესების, კანონზომიერების და „ადამიანობის“ დაცვის სახელით. მშთანთქმელი სისტემის საპასუხოდ ჩვენ ვიხსენებთ დავიწროებული ყოფიერების მიღმა დარჩენილ ქალღმერთებს, ალებს, ქაჯებს და მოვუხმობთ მათ. ამ მოცემულობაში, ჩვენი ვამპირებად, მაქციებად, კიბორგებად ტრანსფორმაცია თავზარდამცემი და განმათავისუფლებელია“.

სტუმარი: ელისაბედ გედევანიშვილი – ფესტივალის ორგანიზატორი.

 

3) ფილარმონიასთან ოთარ მაღრაძის ვარსკვლავი გაიხსნა  

 

4) „ორი ლია“ – ლია მიქაძისა და ლია ბურჭულაძის ხსოვნის საღამო

„ლია მიქაძე მთელ საქართველოს უყვარდა. გასაოცარია რომ ყოველ ჯერზე ახალი სამოსი ეცვა, გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზი იყო და ძალიან ჭკვიანურად მიჰყავდა გადაცემები, ძალიან კეთილი გახლდათ და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველა თანამშრომელთან“

„ლია ბურჭულაძეს კადრში გამოჩენა არ უყვარდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ სადმე გამომეჩინა ლია, არ შეიძლებოდა ასეთი ქალბატონის კადრს მიღმა დარჩენა“

სტუმარი: გრიგოლ ჩიგოგიძე – საღამოს ორგანიზატორი, „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი.

 

5) ქართული ანბანითა და მინანქრით გადმოცემული სათქმელი

ნათია ნებიერიძე პროფესიით სოციოლოგია, თუმცა 15 წელია რაც ტიხრულ მინანქარზე მუშაობს და სამკაულებს განსხვავებული ტექნიკით და საინტერესო თემატიკით ქმნის.

საყვარელი საქმე კი ბედნიერებას ანიჭებს 34 წლის კალიგრაფ მაია რაზმაშვილს. დიდი სიყვარულით და ქართული თემატიკით ქმნის ყველა ნამუშევარს. ქართული ანბანიც რამდენჯერმე გადაწერა.

რესპონდენტები: ნათია ნებიერიძე – ტიხრული მინანქრის ოსტატი;

მაია რაზმაზიშვილი – კალიგრაფი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: