პიკის საათი - 05.06.2025
პიკის საათი - 05.06.2025

1) ჯგუფი „ივლისი“

„პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ფესტივალ „არტ-გენზე“ წარვდექით და ჩვენმა მეგობარმა სოლომონ გოგაშვილმა სცენაზევე გვკითხა რა დავარქვათ ჯგუფსო და დაგვერქვა ასეთი ლამაზი სახელი „ივლისი“ – ცხელი, აქტიური, მოძრავი, დადებით ემოციებთან ასოცირებული“.

რუსუდან ზვიადაურის სიმღერა ტარიელ ხარხელაურის ლექსზე „ნისლი“.

„ივლისის“ აუდიოავტოგრაფი ექსპრომტად. ცოცხალი შესრულება.

სტუმრები: რუსუდან ზვიადაური, თამარ ზვიადაური და ბეჟან წინწალაშვილი.

 

2) ალექსანდრე ზაზარაშვილი სამშობლოშია

„ამ სტუდიაში რომ შემოვედი ყველაფერი გამახსენდა, ნოსტალგია დამეწყო, „რანინას“ სუნი ვიგრძენი. ამ პროექტმა ძალიან გამზარდა. სწორედ „რანინამ“ და „ნიჭიერმა“ შემქმნა და გადამისროლა ისეთ ადგილებში, სადაც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი“, – ალექსანდრე ზაზარაშვილი.

“სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იღებს ახალგაზრდულ ფილმს ძველი ნიუ იორკის შესახებ და ამ ფილმის მუსიკალური დირექტორი და ერთ-ერთი მსახიობი ვიქნები“, – ალექსანდრე ზაზარაშვილი.

„27 ივნისს ამერიკული ტურნე გაგრძელდება გორში, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო“.

სტუმარი: ალექსანდრე ზაზარაშვილი – მომღერალი, მუსიკოსი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: