პიკის საათი - 04.12.2023
პიკის საათი - 04.12.2023

1) თბილისის საერთაშორისო კინოფესტივაის შეჯამება

ლიზა ჩაჩანიძის რეპორტაჟი.

 

2) რადიოგიდი თეა გუნთაიშვილთან

თოჯინების კოლექცია, მინიატურების სამყარო, ანგელოზების კოლექცია, თავისუფლების კედელი, საბავშვო ხაზი თეა გუნთაიშვილმა საკუთარი ჯადოსნური სივრცე დაგვათვალიერებინა.

„მიყვარს სიცოცხლე, ფერადი განწყობა და ფერადი დღეები. ჩემს თავს მე ვუქმნი ყველაფერს და ასეთი თეა მომწონს.“

რესპონდენტი: თეა გუნთაიშვილი – მხატვარი, გრაფიკოსი; პიარის სპეციალისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) ეკომეგობრული ახალი წელი „მზიურში“

„წელს სულ სხვანაირი ნაძვის ხე ჩავიფიქრეთ! მის ტოტებს მეორადი პლასტმასის ბოთლებით შევქმნით და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ გარემოზე მზრუნველ ნაძვის ხესაც შეუძლია საახალწლო დღეების გალამაზება.

7 დეკემბრამდე, მოგვიტანეთ მწვანე შეფერილობის 1 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ბოთლი არ უნდა იყოს დაკუჭული“.

რესპონდენტი: ანა გოგუაძე – ფოტოხელოვანი .

 

4) პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ

2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, აგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც.

გარდა აღნიშნულისა, პიროტექნიკის და ერთჯერადი ასაფეთქებლების გამოყენება ზიანს აყენებს და ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს ცხოველები და ფრინველები.

საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ზიანდებიან მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე არიან ღია ცის ქვეშ. ამ დროს, იმატებს შინაური ცხოველების დაკარგვის ფაქტებიც.

სტუმარი: ნათია ჩიქოვანი – Animal Project- ის დამფუძნებელი.

 

5) მედეა ამირანაშვილის გახსენება  

„მხოლოდ ჭრიჭინაც კი საკმარისია, რომ შეიყვარო ეს დიდი მომღრალი და დიდი არტისტი“;

„გამორჩეული იყო მისი ყოველი გამოსვლა სცენაზე, ეს არ იყო რიგითი სპექტაკლი, ეს იყო ვოკალური მუსიკის ზეიმი“;

„დაუვიწყარია მისი კვალი ქართულ ხელოვნებაში, ის იყო მოვლენა, სანატრელი იყო ყოველი თეატრისთვის, სადაც მას უმღერია“.

რესპონდენტი: რევაზ ტაკიძე – დირიჟორი.

 

6) ნინი ბრეგვაძე ამერიკულ „ვოისში“ 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა  

„უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ, რომ მიდგანან გვერდით და ასეთ სიყავრულს აფრქვევენ, საოცრად მახარებს და მაბედნიერებს თითოეული კომენტარი, რომელსაც ვკითხულობ“, – ნინი ბრეგვაძე.

რესპონდენტი: ნინი ბრეგვაძე – ამერიკული „ვოისის“ ქართველი მონაწილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: